ახალი ამბები
განათლების სამინისტრო კერზაიას საქმეზე: არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს სასწავლო პროცესს
განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ, სამინისტროს შეფასებით, საკითხის პოლიტიზირება ხდება. ზედგინიძის თქმით, აღნიშნული ქმედება კატეგორიულად მიუღებელია.

ამასთან, ზედგენიძემ განმარტა, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც განაგრძობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების შესწავლას, რაც საარჩევნო პროცესშიც არ შეჩერებულა.

„ვუსამძიმრებთ ია კერზაიას ოჯახს. აქვე აღვნიშნავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ამ ტრაგედიის პოლიტიზირება კატეგორიულად მიუღებელია. 2012 წლიდან ხელისუფლებამ უზრუნველყო და მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ განათლების სისტემა არის დეპოლიტიზირებული და შესაბამისად, რომელიმე სასწავლო დაწესებულების პოლიტიკური დღის წესრიგის საგნად ქცევა არ იქნება დაშვებული. ბოლო დღეების განმავლობაში, სამინისტრო მაქსიმალურად იკავებდა თავს განცხადებებისგან, თუმცა მიზანმიმართული არასწორი ინფორმაციის გავრცელებით განვითარებულმა მოვლენებმა მიიღო ისეთი სახე, რაც სასწავლო პროცესს, პედაგოგების, მოსწავლეების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას აზიანებს და ხელს უშლის სასწავლო დაწესებულებების სრულფასოვან ფუნქციონირებას. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ განათლების სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მიაწოდოს ყველა სახის დოკუმენტაცია და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან: სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, არცერთი კითხვა არ უნდა იყოს პასუხგაუცემელი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, სკოლაში შესწავლა გადაცდომების აღმოფხვრისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით ჩატარდა, თუმცა, სამეურვეო საბჭომ, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევების შესახებ სამინისტროს დაეთანხმა, დირექტორს თანამდებობა შეუნარჩუნა.

„რაც შეეხება სტატისტიკას, სამინისტროს მიერ ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ხორციელდება როგორც გეგმური, ისე არაგეგემური შემოწმება. მხოლოდ 2018 წელს დაიწერა 98 დასკვნა, 49 სკოლას მიეცა მითითება და გაფრთხილება, 9 სკოლის დირექტორი თანამდებობიდან განთავისუფლდა და ერთ სკოლაში სამეურვეო საბჭოს დათოვა მოხდა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნათ20 კანონდარღვევის საქმე“, - აღნიშნა ზედგინიძემ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყებას სთხოვს.ია კერზაია 9 დეკემბერს დილით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

ამავე თემაზე:

მარგველაშვილი: არჩევნებს დაედო ძალიან მძიმე ტვირთი მასწავლებელი ქალბატონის გარდაცვალებით

ინტელექტკლუბის წევრები და უმრავლესობის დეპუტატები კერზაიას საქმეზე გამოძიების ჩატარებას ითხოვენ

ოპოზიცია კერზაიას საქმეზე პარლამენტში განათლების მინისტრს იბარებს

სახალხო დამცველი: ია კერზაიას საქმის შესწავლა ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება

საია კერზაიას საქმეზე: ვიკვლევთ, ხომ არ ჰქონდა ამ ფაქტს პოლიტიკური წინაპირობა

სამინისტრო კერზაიას გარდაცვალებაზე: სკოლას პოლიტიკურ საკითხებში რთავენ

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაზე: ეს იყო ორგანიზებული მკვლელობა

სკოლის დირექტორი, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა გარდაიცვალა

ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმეზე პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს

სამეურვეო საბჭომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი არ გაათავისუფლა (ვიდეო)

სამინისტრო: ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ფინანსური და ადმინისტრაციული დარღვევები გამოვლინდა

დირექტორი მეექვსე სკოლაში გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.