ახალი ამბები
მოსამართლემ ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგე ინდიკო ბჟალავა გირაოთი გაათავისუფლა
სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოძრაობის "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" წევრი ინდიკო ბჟალავა სასამართლო სხდომის დარბაზიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოძრაობის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

ბალდელი აქტივისტი ცოტნე თვარაძე რადიო "ათინათთან" ამბობს, რომ გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

"24 სექტემბერს უნდა დაყენებულიყო მისი გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა, თუმცა მოსამართლემ თქვა, დროში შეზღუდვის გამო, დღეს უნდა დაესრულებინათ პროცესი. მას შემდეგ, რაც მხარეებმა წარადგინეს თავიანთი არგუმენტები, მოსამართლემ თქვა, რომ არასაკმარისი და არასათანადო მტკიცებულებები იყო ინდიკოს პატიმრობაში დასატოვებლად, მას 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს", - გვეუბნება ის.

მისვე განმარტებით, ბჟალავას სასამართლო პროცესები ჯერ სრულად დასრულებული არ არის, თუმცა, მისი თქმით, კანიონისთვის ბრძოლის საქმეში ბჟალავას გათავისუფლება დამატებითი მოტივაციაა.

შეგახსენებთ, მარტვილში შსს-ს თანამშრომლებმა ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტი ინდიკო ბჟალავა 12 ივნისს, სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს.

იქამდე, 11 ივნისს გვიან ღამით მოძრაობის წევრებს კარავში სანადირო თოფითა და დანებით თავს დაესხნენ. დაჭრილი იყო მოძრაობის ორი წევრი.

თვეებია, ბალდელების ნაწილი კომპანია "კანიონ 350"-ს სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და ტერიტორიის გასხვისებას უკანონოს უწოდებს.

სახელმწიფო უწყებაში კი განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.


ამავე თემაზე: 

დღეს ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგის სასამართლო პროცესზე მოწმეები დაკითხეს

სასამართლომ ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგე პატიმრობაში დატოვა

"ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" მოძრაობის წევრის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ბალდის კანიონზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მარტვილის მერიასთან მორიგი აქცია გაიმართა (ფოტო)

ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ცივი იარაღით თავს დაესხნენ, დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ ბალდის კანიონის მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე დააკავა

სენაკის სასამართლოში ბალდის კანიონის გასხვისების საქმე გადაიდო

ბალდის კანიონზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.