ახალი ამბები
დღეს ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგის სასამართლო პროცესზე მოწმეები დაკითხეს
დღეს სენაკის რაიონულ სასამართლოში "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" მოძრაობის წევრის ინდიკო ბჟალავას პროცესზე მოწმეები დაკითხეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ერთ-ერთმა მოწმემ ცოტნე თვარაძემ უთხრა.

მისი თქმით, დღეს სამი მოწმე დაიკითხა და მათი ჩვენებები ერთმანეთს ემთხვეოდა, 9 სექტემბერს კი განახლებულ სასამართლო პროცესზე ბჟალავას გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას დააყენებენ.

"მათ ხელჩასაჭიდი საერთოდ არაფერი არ აქვთ. ჩვენ ვიცით, ინდიკო აუცილებლად გამართლდება. აქ ერთი პრობლემაა ის, რომ შესაძლოა ეს პროცესები გაწელონ ცხრა თვემდე, თუ მოუნდებათ. კანონის მიხედვით, ეგ შეუძლიათ, რომ გვიან ჩანიშნონ სასამართლოები, თითო-თითო მოწმე დაკითხონ და აშ. თუმცა, დღეს სამი პირი დაგვკითხეს, თან ჩვენ და არა პოლიციელები, ეს ფაქტი იმედისმომცემია", - თქვა ადგილობრივმა აქტივისტმა. 

რაც შეეხება ბალდის კანიონზე სამშენებლო სამუშაოებს, თვარაძე განმარტავს, რომ იჯარის ხელშეკრულების საკითხზე სასამართლო 16 სექტემბერს ჩაინიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით კი, მოძრაობის წევრები უახლოეს დღეებში გაავრცელებენ განცხადებას.

ცნობისთვის, დღეს, თბილისში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარედ რამდენიმე აქტივისტმა სამოქალაქო პროტესტი გამოხატა და ინდიკო ბჟალავას მხარდამჭერი ბანერი ხიდზე გადმოფინა.

მარტვილში შსს-ს თანამშრომლებმა ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტი ინდიკო ბჟალავა 12 ივნისს, სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს.

იქამდე, 11 ივნისს გვიან ღამით მოძრაობის წევრებს კარავში სანადირო თოფითა და დანებით თავს დაესხნენ. დაჭრილი იყო მოძრაობის ორი წევრი.

თვეებია, ბალდელების ნაწილი კომპანია "კანიონ 350"-ს სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და ტერიტორიის გასხვისებას უკანონოს უწოდებს.

სახელმწიფო უწყებაში კი განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.

ამავე თემაზე: 

სასამართლომ ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგე პატიმრობაში დატოვა

"ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" მოძრაობის წევრის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ბალდის კანიონზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მარტვილის მერიასთან მორიგი აქცია გაიმართა (ფოტო)

მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" მარტვილის მერიასთან აქციას გამართავს

ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ცივი იარაღით თავს დაესხნენ, დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ ბალდის კანიონის მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე დააკავა

ბალდის კანიონზე მშენებლობა დროებით შეჩერდება - ადგილობრივები

ბალდის კანიონზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.