ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
იქ შეკრებილი მოქალაქეები მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
„ყველა ვიცით, რომ არჩევნები გაყალბდა, დადასტურებულად ვიცით ეს ყველაფერი, დამკვირვებელ ორგანიზაციებს წარდგენილი აქვთ ასეულობით მტკიცებულებები, არჩევნების გაყალბების და ხელისუფლების მიტაცების შესახებ, ზუსტად ამ ყველაფერს ვაპროტესტებთ და ვითხოვთ ხელახალ და სამართლიან არჩევნებს, ოღონდ ეს არჩევნები უნდა ჩაატაროს რეფორმირებულმა ცესკომ და არა იმ ცესკომ, ვინც პირდაპირ იყო არჩევნების გაყალბებაში ჩართული, - გვითხრა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის რეგიონალური ოფისის კოორდინატორმა, არჩილ თოდუამ.
მათ ხელში უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე ბანერები წარწერით: „ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“, „არჩევნები გაყალბდა“, ასევე უკეთიათ სტიკერები, თეთრ ფონზე შავი ლაქით, რაც მათი თქმით, არჩევნებზე ფარულობის დარღვევის სიმბოლოა.
მანამდე, აქცია, სლოგანით: "დაიბრუნე ხმა', "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდმა"
დააანონსა.
შეგახსენებთ, მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მიიღეს, არჩევნების შედეგებს რამდენიმე კვირაა სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რამდენიმე უნივერისტეტის სტუდენტების ნაწილი.
პროტესტს ზსსუ-ს სტუდენტებიც შეურთდნენ. ისინი მე-4 დღეა უნივერსიტეტის ფოიეში
ღამეს ათევენ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილე სტუდენტების ნაწილი ტროლების შეტევაზე საუბრობს
"სამშობლო არ იყიდება, ზუგდიდი ირჩევს ევროპას" - ქალაქში საპროტესტო წარწერები ისევ გამოჩნდა (ფოტო)
ზუგდიდში ბიუსტებსა და ძეგლებს პროტესტის ნიშნად შავი ლაქა გააკრეს (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები