ზუგდიდში დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას
12:17 / 01.12.2024
დღეს, ზუგდიდში, 17:00 საათზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლამდე არ დააყენს ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხს დღის წესრიგში.
მოქალაქეების ნაწილი უკვე მერამდენე დღეა, ხალხმრავალ დემონსტრაციებს მართავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ისინი მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესები საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და კონსტიტუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუხლის დარღვევას ეხება, რომელიც ხელისუფლებას ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ხელშეწყობას ავალდებულებს.
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ უკვე მე-3 დღეა პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება. ზუგდიდელებისა და სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია შეაფერხა და ამით, დაუპირისპირდა ქართველი ხალხის ისტორიულ მონაპოვარს.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები