დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაცულ ფარნგულ ნივთებს შორის შეგხვდებათ საფრანგეთის იმპერატორის-ნაპოლეონ I-ის ოჯახის წევრთა პორტრეტები, შესრულებული გრავიურაში.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, სახვითი ხელოვნების ფონდში დაცულია სამეგრელოს დეოდოფლების ნინო ბაგრატიონ - დადიანის, მართა წერეთლისა და ეკატერინე დედოფლის პორტრეტები. მხოლოდ ამ სამი დედოფლის სახე შემორჩა მუზეუმს.
რა გზით აღმოჩნდა ნაპოლეონის ნიღაბი ზუგდიდის მუზეუმში, რატომ არის ის განსაკუთრებული და უნიკალური, როდიდან ინახება აქ საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ პირველის სახელთან დაკავშირებული ამპირის სტილის მაგიდა, სადაც გამოსახულია ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევის მომენტი, გვესაუბრება საგამოფენო სივრცეების დეპარტამენტის უფროსი ციალა თითმერია.
დადიანების სასახლე და მასში დავანებული სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის ეროვნული საგანძურია. დღევანდელ გადაცემაში საუბარია მუზეუმში დაცულ ჯვარ-ხატებზე და მათზე შესრულებულ წარწერებზე.
დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ, „კოლხიდელს“, “გეგეჭკორს“ „მეგრელს“ - სწორედ ამ ფსევდონიმებით იცნობს საქართველოს ლიტერატურული ისტორია გრიგოლ დადიანს. ადამიანს, რომელმაც პირველ ბრძოლაში 15 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ბიბლიოთეკაში გარდა უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონებისა, სამეცნიერო, მემუარული და მხატვრული ლიტერატურისა, დაცულია ევროპული კლასიკური მუსიკის საგანძური.
ზუგდიდის მუზეუმის ერთგული მეგობრებისთვის ცნობილია, რომ ბოლო გზამკვლევი, რომელიც მუზეუმმა გამოაქვეყნა 10 - წელზე მეტი ხნისაა და არ ასახავს დღევანდელ რეალობას.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.