საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუა საქართვლოშია და მის საპოვნელად და დასაკავებლად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფოთში ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად სამსახურებრივი უფლებალებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.
სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი 1983 წელს დაბადებული ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 22 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობა და სხვისი ნივთის დაზიანება ედება, პატიმრობაში რჩება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული კ.წ. ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში დააკავეს.
სამართალდამავებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მიმდებარედ მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი - 1989 წელს დაბადებული ე.ჯ. დააკავეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.