აფხაზურ ე.წ. პარლამენტში დაიწყეს „საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა“, რომელიც ითვალისწინებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, წერს „აფსნიპრესი“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს მოსკოვსა და სოხუმს შორის „საშემოსავლო გადასახადის ორმაგი დაბეგვრის აღმოფხვრის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ“ , წერს „აფსნიპრესი“
რუსეთის სახელმწიფო დუმამ „რუსეთისა და აფხაზეთის მთავრობებს შორის საშემოსავლო გადასახადის ორმაგი დაბეგვრის აღმოფხვრის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, წერს „ტასი“.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოს მთავრობასა და უმრავლესობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ სადავო კანონპროექტის გაწვევით ქვეყანას საფრთხე ააცილოს.
მზად ვართ ვისაუბროთ დეტალურად, გახსნილად, გვაქვს მზაობა კონსულტაციებისთვის, იმისათვის, რომ ყველას დავანახოთ, კანონი, რომელიც არის ინიცირებული, ეს არის გამჭვირვალობის კანონი, გამჭვირვალობის ყველა იმ სუბიექტისა, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აფხაზურმა ოპოზიციამ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს მოსთხოვა ე.წ. პარლამენტიდან გაიწვიოს „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონპროექტი. ისინი მოუწოდებენ ასლან ბჟანიას, 10 დღის ვადაში მიიღოს საჯარო გადაწყვეტილება და „უარი თქვას ანტიხალხურ ინიციატივებსა და კანონპროექტებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ეროვნულ ინტერესებს, კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს“.
აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას მიერ, ე.წ. პარლამენტისთვის წარდგენილი „უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი“ განხილვის მთავარი თემად იქცა დე ფაქტო რესპუბლიკაში.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.