კულტურა
ლეონარდო დი კაპრიომ "ოსკარი" მეექვსე ცდაზე მიიღო

ლეონარდო დი კაპრიომ თავისი პირველი ოსკარი მიიღო. ამერიკულმა კინოაკადემიამ ის ფილმისთვის "გადარჩენილი" დააჯილდოვა.
დი კაპრიომ ოსკარი მეექვსე ცდაზე მიიღო. აქამდე ამერიკული კინოს ყველაზე პრესტიჟულ პრემიაზე ის ხუთჯერ იყო ნომინირებული, თუმცა ჯილდო ვერც ერთხელ ვერ მიიღო. დი კაპრიო კინოაკადემიამ  ჰიუ გლასის როლისთვის დააჯილდოვა.

კიდევ ერთი ოსკარი ფილმს "გადარჩენილი" საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის ერგო. ჯილდო ემანუელ ლუბეცკიმ მიიღო.

კინოაკადემიის წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორი 6 ოსკარით ფილმი "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა" გახდა.

ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს "ოსკარის"გამარჯვებულთა სრული სია:

• საუკეთესო ანიმაციური ფილმი: "თავდაყირა"
• საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი : "დათვის ისტორია"
• საუკეთესო ვიზუალური ეფექტები: "ექს რობოტი"
• ხმის საუკეთესო მიქსი: "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა"
• ხმის საუკეთესო რედაქტირება :" შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა"
• ფილმის საუკეთესო რედაქტირება: "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა"
• საუკეთესო კინემატოგრაფია: ემანუელ ლუბეცკი ფილმისათვის "გადარჩენილი"
• საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა: "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა" (ლესლი ვანდერვოლტი, ელკა ვარდელგა, დამიან მარტინი).
• საუკეთესო დიზაინი და დეკორაცია : "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა" (კოლინ გიბსონი და ლილსა ტომპსონი)
• საუკეთესო კოსტიუმები : "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა" (ჯენი ბივანი)
• საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში: ალისია ვიკანდერი ფილმში "დანიელი გოგონა"
• საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში : მარკ რაილანსი ფილმში "ჯაშუშთა ხიდი"
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: ადამ მაკკეი და ჩარლზ რენდოლფი ფილმისათვის "დიდი აფიორა"
• საუკეთესო ორიგინალური სცენარი: ჯოშ სინგერი და ტომ მაკარტი ფილმში "ყურადღების ცენტრში"
• საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი : "გოგონა მდინარეში: პატიების ფასი"
• საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: "ემი"
• საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: "ენაბლუ"
• საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: "შონ ოფ შაულ" (სოლის შვილი)
• საუკეთესო ორიგინალური სიმღერა: "ჭრიტინგს ონ ტჰე წალლ" სემ სმიტი და ჯეიმს ნეპიერი ფილმში სპექტრი: აგენტი 007
• საუკეთესო მუსიკა: ენიო მორიკონე ფილმისათვის "საძულველი რვა"
• საუკეთესო რეჟისორი: ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ ფილმისათვის "გადარჩენილი"
• საუკეთესო მსახიობი ქალი მთავარ როლში: ბრი ლარსონი ფილმში "ოთახი"
• საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მთავარ როლში: ლეონარდო დიკაპრიო ფილმში "გადარჩენილი"
• საუკეთესო კინოსურათი: "ყურადღების ცენტრში"

ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს"ოსკარის" დაჯილდოების 88-ე ცერემონიალი 2016 წლის 28 თებერვალს კინოთეატრში"დოლბი" გაიმართა. ნომინანტები 14 იანვარს დასახელდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.