ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი და
USAID-ის დირექტორი დუგლას ბოლი ზუგდიდში ვიზიტის ფარგლებში რადიო
„ათინათს“
სტუმრობდნენ. სტუმრები რადიოს მოღვაწეობას და სხვადასხვა
პროექტებს გაეცნენ.
ამერიკის ელჩმა
„ათინათს“ ექსკლუზიური
ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოს ევროინტეგრაციაზე, მედიის როლზე
კონფლიქტის ტრანსფორმაციაში, სამოქალაქი საზოგადოების ჩართულობაზე
დემოკრატიული განვითარების პროცესში და საქართველოს ეკონომიკურ
გაერთიანებაში ამერიკის წვლილზე ისაუბრა.
უცხოელი სტუმრები „ათინათის“ ახალგაზრდული კლუბის "ორტუსის" წევრებსაც
შეხვდნენ.
ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის გია ხასიას განმარტებით,
შეხვედრაზე საუბარი იყო
„ათინათის“
პროექტზე სახელწოდებით
„შეხების წერტილები“,
რომელსაც რადიო აფხაზ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
რაც შეეხება ელჩის ინტერვიუს, მასალა მზადების პროცესშია
და
www.radioatinati.ge მას უახლოეს მომავალში
შემოგთავაზებთ.
მსგავსი თემა: ამერიკის ელჩი დღეს „ათინათს“ ეწვევა
მასალის გამოყენების პირობები