საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში ახლა ევროკავშირის ჯერია - დევიდ მაკალისტერი
საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში ყველა დავალება
შეასრულა და ახლა ჯერი ევროკავშირზეა - ეს
განცხადება ევროპის სახალხო პარტიის ვიცე- პრეზიდენტმა დღის ბოლოს
გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. დევიდ მაკალისტერმა, რომელიც
ევროპარლამენტის წევრი და გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის
წარმომადგენელია, აქცენტი ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე
გააკეთა.
„ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის საკითხი
საქართველოსთვის და მინდა მკაფიოდ განვაცხადო, როგორც გერმანიის
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წარმომადგენელმა, მე მხარს ვუჭერ
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკას. მე საპარლამენტო
კომიტეტში საქართველოს სასარგებლოდ მივეცი ხმა. ახლა ჯერი
პარლამენტზეა. ევროკავშირში მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოში
სამართლიანი არჩევნები ჩატარდება,“ - განაცხადა მან.
მან საქართველოში გამართულ შეხვედრებსა და ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებაც ისაუბრა.
“საქართველოს აქვს უფლება, იყოს დაცული მისი ტერიტორიული მთლიანობა და
სუვერენიტეტი”.
მასალის გამოყენების პირობები