PIN-მა პროგრამის 2- წლიანი პროექტის შედეგები შეაჯამა (ვიდეო)
13:08 / 20.09.2019
„ფიფლ ინ ნიდმა“ პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ დახურვის ღონისძიება მოაწყო.
ორწლიანი შედეგების პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ჩეხეთის ელჩი პეტერ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობის ხელმძღვანელი იან ჩერნიკი, PIN-ის საქართველოს მისიის დირექტორი დიონ ბატერსები და ასევე პარტნიორი ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის მენეჯერის ნანა ფერაძის თქმით, ორი წლის განმავლობაში საქართველოს შვიდ რეგიონში 25-მდე ორგანიზაცია გადამზადდა და საჭირო ტექნიკით აღიჭურვა.
“23 ლოკაციაზე მოეწყო DCFTA საინფორმაციო მაგიდები. აღიჭურვნენ საჭირო ტექნიკით, ინვენტარით და საჭირო ლიტერატურით. აღნიშნული დესკების ოფიცრებმა გაიარეს გადამზადება "ფიფლ ინ ნიდის" მხარდაჭერით და ისინი დამოუკიდებლად გააგრძელებენ ადგილობრივი ფერმერების გადამზადებას“, - აღნიშნა ფერაძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი ამბობს, რომ წლიდან წლამდე ქართული პროდუქტის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში იზრდება, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს დაბრკოლებები.
„მოხარულები ვართ, რომ წლიდან წლამდე ვხედავთ პროგრესს და აშკარაა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი პროდუქტი გადის საქართველოდან ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში, თუმცა ჩვენი სურვილია ეს პროცესი გაგრძელდეს, გაგრძელდეს უფრო სწრაფი ტემპით. არსებობს უამრავი დაბრკოლება და ერთ-ერთი მათ შორის არის გრძელვადიანი კავშირის დამყარება ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ასევე ევროკავშირის მომხმარებლების დარწმუნება იმაში, რომ მოიხმარონ ქართული პროდუქტი. ამიტომ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. იმისათვის, რომ მათი მეშვეობით მეტი ინფორმაციის მიტანა მოხდეს ფერმერებამდე“, - ამბობს კარლ ჰარცელი.
საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტერ მიკისკა თვლის, რომ ჩვენს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა ინფორმაციის დეფიციტია და ეს განსაკუთრებით რეგიონებს ეხება.
„პროექტის არსიც სწორედ ეს იყო. ჩვენი მუშაობის მიზანია ის, რომ ფერმერებმა წარმატებას მიაღწიონ. მოხდეს მეტი ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, მეტი შემოსავლის გენერირება და ამან საბოლოო ჯამში განაპირობოს რეგიონების განვითარება“, - თქვა პეტრ მიკისკამ.
PIN-ის საქართველოს მისიის დირექტორი დიონ ბეტერსები, მიიჩნევს, რომ მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სასიხარულოა იმის ნახვა, რომ ათასობით ადამიანმა მიიღო სწორი ინფორმაცია DCFTA-ს და მისი შესაძლებლობების შესახებ.
„ეს არის ევროკავშირის, პინისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ერთობლივად განხორციელებული პროექტი, რომლის მიზანი იყო რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ინფორმაციის მიწოდება. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სასიხარულოა იმის ნახვა რომ ათასობით ადამიანმა მიიღო სწორი ინფორმაცია DCFTA-ს და მისი შესაძლებლობების შესახებ. ერთია რომ გვქონდეს ინფორმაცია, თუმცა ამას თან უნდა მოყვეს უნარების განვითარება და დაფინანსების ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნა მან.
პროექტს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ ახორციელებდა. პროექტის პარტნიორები იყვნენ: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი, ასოციაცია "ათინათი", "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსი".
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები