ბიძინა ივანიშვილმა ციხისძირში აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე
განაცხადა,რომ თუ ხეების
გადატანის ყველა შესატყვისი საბუთი არ იქნება,სამუშაოები
შეჩერდება.
"ეს ხეები ნაყიდი მაქვს, კომპანიამ "ზიმომ" შეიძინა, რომელსაც ჩემთან
აქვს კავშირი", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კი ბიძინა ივანიშვილს უთხრეს, რომ
პოლიცია მის დაკვეთას ასრულებს და აქციის წევრებს პროტესტის
გამოხატვის საშუალება არ ეძლევათ.
„უხეშად ერევა პოლიცია დემონსტრანტების პროტესტში და აპატიმრებს“,-
აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
ყოფილმა პრემიერმა თავის მხრივ განმარტა,რომ მას ამ საქმესთან
არანაირი კავშირი არ აქვს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი ბიძინა ივანიშვილისგან ხეების
გადატანასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას
ელოდებიან.
ამავე თემაზე:ყოფილი პრემიერი
გიგანტური ხეების გადატანის პროცესს ესწრება
მასალის გამოყენების პირობები