ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი მიიჩნევს,
რომ საქართველო უვიზო რეჟიმს იმსახურებს და მას შემოდგომაზე მიიღებს.
მისი თქმით, ფორმალური პროცესის დასასრულებლად ევროკავშირის წევრ
ყველა ქვეყანას შორის კონსესუსი აუცილებელია.
"მე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მიღწევებს რეფორმების ჩატარების
და ე.წ. საშინაო დავალების შესრულების მიმართულებით. დარწმუნებული
ვარ, რომ საქართველო იმსახურებს უვიზო რეჟიმის მიღებას. ამის შესახებ
კომისიამაც გააკეთა პოლიტიკური განცხადება”, - აღნიშნავს
მინისტრი.
ლინკევიჩიუსი ასევე არ გამორიცხავს შეთანხმებაში გარკვეული
ცვლილებების შეიტანს, რომლებიც უსაფრთხოების ზომების გატარებას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები