ევროკავშირი საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოლოდინშია
ევროკავშირი 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში თავისუფალი და
სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ელოდება. ამის შესახებ თბილისში
გამართულ ბრიფინგზე ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა,
ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.
მისი თქმით, 2016 წელი მნიშვნელოვანია იმით, რომ საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამასთან, ევროპარლამენტარმა
„ნაციონალურ მოძრაობას“ ამ არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა და
წარმატება უსურვა.
„ჩვენ ევროკავშირში გვინდა და ველით, რომ ჩატარდება თავისუფალი და
სამართლიანი არჩევნები. როგორც ევროპის სახალხო პარტიის
ვიცე-პრეზიდენტი, წარმატებას ვუსურვებ ჩემს მეგობარ და პარტნიორ
„ნაციონალურ მოძრაობას“. ასევე, როგორც ევროპის სახალხო პარტიის
ვიცე-პრეზიდენტი, ვუსურვებ საქართველოს, განაგრძოს რეფორმები“.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს რეფორმები ეკონომიკის
უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები