საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია შემაჯამებელ
ანგარიშს სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისში", მთავრობის პროექტის
,,საქართველოს
მთავრობა - ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, დღეს წარადგენს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით,
ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,
მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის,
არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების, ასევე დარგობრივი
ასოციაციების წარმომადგენლები და საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები
დაესწრებიან.
ოთარ დანელია მარტვილისა და აბაშის რაიონში ”ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატია.
მასალის გამოყენების პირობები