საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირის გრანტი
მმართველობითი რეფორმების გასატარებლადაა გათვალისწინებული.
„ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა მოგვიხდება ამ მიმართულებით,
რათა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად
შესრულდეს და საქართველოს ჰქონდეს ისეთი მმართველობა, რომელიც
ითვალისწინებს ევროპულ კანონმდებლობას, ევროპულ რეგულაციებს და
მმართველობის პროცესში თითოეული მოქალაქის ჩართულობას. ეს ძალიან
მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ხელშეკრულების დეტალებს გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი
იანოშ ჰერმანი დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები