ავღანეთში ტერორისტული ორგანიზაცია "თალიბანის" მებრძოლებმა კანადელი
კოლინ რეზერფორდი
5 წლის წინ ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს.
ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან დიონმა
განაცხადა.
მისი თქმით, კანადის მოქალაქე ყატარის მთავრობის შუამდგომლობით
გაათავისუფლეს, რისთვისაც კანადამ ემირატებს "გულითადი მადლობა"
გადაუხადა.
სი ენ ენ - ის ინფორმაციით, უცნობია, თუ რა გზით მოიპოვა რეზერფორდმა
თავისუფლება - გამოსასყიდის გადახდის თუ მხარეებს შორის ტყვეების
გაცვლის შედეგად.
რუზერფორდი ავღანეთში ტურისტული მოგზაურობისას, 2011 წლის თებერვალში
გაიტაცეს, როდესაც ის 26 წლის იყო.
მასალის გამოყენების პირობები