ევროპარლამენტს ბერლუსკონის ყოფილი პრეს-მდივანი უხელმძღვანელებს
2017 წლის პირველ სხდომაზე ევროპარლამენტმა ახალი თავმჯდომარე აირჩია.
ეს არის ევროკომისიის ყოფილი წევრი, იტალიელი კონსერვატორი
პოლიტიკოსი ანტონიო ტაიანი. მის
კანდიდატურას 17 იანვარს, 351 პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, მაშინ,
როდესაც მისმა მატოქემ, იტალიელმა სოციალ-დემოკრატმა ჯანი პიტტელუმ,
282 ხმა მიიღო.
ევროპარლამენტის მოქმედმა ხელმძღვანელმა მარტინ შულცმა (Martin
Schulz) თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალურად გასული წლის
ნოემბერში განაცხადა.
თავმჯდომარის გარდა, ევროპარლამენტი 14 ვიცე - თავმჯდომარეს და
საპარლამენტო კომიტეტების ახალ ხელმძღვანელებს აირჩევს.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, განათლებით იურისტი, ანტონიო ტაიანი - იტალიის
ექს - პრემიერის სილვიო ბერლუსკონის ყოფილი პრეს-მდივანი და
კონსერვატიული პარტიის Forza Italia წევრია. ევროპლარლამენტში ის 1994
წლიდან მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები