აშშ-ს სასამართლომ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების შეჩერებას დაუჭირა მხარი
სან - ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლომ ტრამპის განკარგულების
შეჩერების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. აშშ-ს სააპელაციო
სასამართლოს
გადაწყვეტილებას ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკრობლოგ
"ტვიტერში" გამოეხმაურა. „შევხვდებით სასამართლოში, სასწორზე ჩვენი
ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება დევს", - წერს ტრამპი.
საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება
ამჯერად უზენაესმა სასამართლომ უნდა მიიღოს. შეგახსენებთ, რომ დონალდ
ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამკაცრებს საემიგრაციო
პოლიტიკას. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, 120 დღის განმავლობაში
აშშ-ში დევნილების მიღება. გარდა ამისა, 90 დღის განმავლობაში
აშშ-ში აიკრძალა შვიდი ქვეყნის მოქალაქეების შეშვება, ქვეყნების,
რომელთა მოსახლეობის უმეტესობა მუსულმანები არიან. საუბარია ირანის,
ერაყის, ლიბიის, სირიის, სომალის, სუდანისა და იემენის
მოქალაქეებზე.
მასალის გამოყენების პირობები