გრიგორი კარასინი: „რუსეთი და საქართველო ვიზების გაუქმებაზე მუშაობენ“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის
განცხადებით,
"რუსეთი და საქართველო ვიზების გაუქმებაზე მუშაობენ".
რუსული მედიის ინფორმაციით, მინისტრის მაოდგილემ ჟურნალისტებთან
საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ გასული წლის 23 დეკემბერიდან რუსეთმა
საქართველოს იმ მოქალაქეების კატეგორია გააფართოვა, რომელთაც რუსეთში
მიწვევის საფუძველზე შეუძლიათ ჩასვლა.
"ფაქტიურად, რუსეთს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოწვევის გაფორმება
და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მოწვევა, რაც ადრე არ იყო
შესაძლებელი. ახლა მთავარია, მოწვევების სისტემა მოვაწესრიგოთ, რათა
შემდეგ უფრო სრულყოფილ ფორმებზე ვიფიქროთ", - დასძინა კარასინმა.
მასალის გამოყენების პირობები