აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთისთვის სანქციების ერთი წლით
გაგრძელების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.
სანქციების დაწესების მიზეზად, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია,
უკრაინაში ძალის გამოყენება და დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის
გამოთხრა დასახელდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ იანვარში განაცხადა, რომ
უახლოეს თვეებში, მინსკის შეთანხმების შესრულების შემთხვევაში,
შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნას. ეს
განცხადება მან დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.
მანამდე, 2015 წლის დეკემბერში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ
სანქციები კიდევ ექვსი თვით, 2016 წლის 31 ივლისამდე გააგრძელა.
აშშ-ის, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების
პასუხად, რუსეთმა ამ ქვეყნების მიმართ სასურსათო ემბარგო
გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები