ინდოეთის ქალაქ კოლკატაში საავტომობილო ესტაკადის ჩამოშლის შედეგად 10
ადამიანი დაიღუპა.
ადგლობრივი პოლიციის მონაცემებით, არიან დაჭრილები, თუმცა
დაზარალებულთა რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
150-მდე ადამიანი ესტაკადის ნანგრევებშია მოქცეული. ესტაკადა
ინტენსიური საავტომობილო მიმოსვლის დროს ჩამოინგრა.
კატასტროფის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
"სი - ენ - ენ" - ის ინფორმაციით, ესტაკადა დაუსრულებელი იყო, მისი
მშენებლობა 2009 წლიდან დაიწყო, თუმცა, ჩაბარების ვადები უკვე
რამდენჯერმე გადაიდო.
მასალის გამოყენების პირობები