უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნადეჟდა
სავჩენკოს უკრაინული მხარისათვის
გადაცემის პროცესი დაიწყო. მფრინავის ადვოკატის, მარკ ფეიგინის თქმით,
მას უკვე აქვს სავჩენკოს განცხადება იმის შესახებ, რომ ის თანახმაა,
უკრაინაში გადაიყვანონ, სადაც სასჯელს მოიხდის.
"თუ პოლიტიკური მოლაპარაკებები ასეთ ტემპში გაგრძელდება, პროცესი
რამდენიმე კვირაში დასრულდება",- განმარტა ფეიგინმა. ამავე
ინფორმაციით, უფრო მეტი დეტალი, ადვოკატების მიერ სავჩენკოს
მონახულების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელი მფრინავი, ნადეჟდა სავჩენკო რუსულმა
მხარემ 2014 წელს წელს რუსი ჟურნალისტების, იგორ კორნელიუკისა და
ანტონ ვოლოსინის, მკვლელობის ბრალდებით დააკავა. სავჩენკო ბრალდებას
უარყოფს. რუსულმა სასამართლომ სავჩენკო დამნაშავედ სცნო და მას 22 -
წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები