დღეიდან, საფრანგეთის რკინიგზებზე ახალი გაფიცვა იწყება. ის, ახალი
შრომის კოდექსის წინააღმდეგ მიმართული,
საერთო ეროვნული პროტესტის ფარგლებში გაიმართება.
მანიფესტაციები და გაფიცვები ქვეყანაში უკვე მეოთხე თვეა
მიმდინარეობს. აქტივისტებმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები
დაბლოკეს, რამაც ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შექმნა.
პროფკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მობილიზაცია მანამ
გაგრძლედება, სანამ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს,
პროექტს უკან არ გაიწვევს და ახალს არ შეიმუშავებს.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, გაფიცვას, სავარაუდოდ, ეროვნული
გადამზიდავი კომპანიის Air France პილოტებიც შეუერთდებიან.
ეს ყველაფერი ევრო-2016 - მდე 10 დღით ადრე ხდება, რაც გამოცემის
აზრით, პრობლემებს შეუქმნის,როგორც ჩემპიონატის გულშემტკივრებს და
ორგანიზატორებს, ასევე ტურისტულ სფეროს.
მასალის გამოყენების პირობები