„ბი ბი სი“ იტყობინება სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში ორი
აფეთქების შესახებ.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის ცნობით, დაღუპულია
10 ადამიანი, ხოლო 40- მდე - დაჭრილია.
აეროპორტში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციაა
მობილიზებული.
ადგილობრივი მედიის ცნობით , აფეთქებამდე ავტომობილების პარკირების
ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა.
ანონიმურმა წყარომ მთავრობაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ
ხელისუფლება თვითმკვლელი ტერორისტის შეტევის ვერსიას არ
გამორიცხავს.
მასალის გამოყენების პირობები