არგენტინელ ფეხბურთელს, "ბარსელონას" ვარსკვლავს ლიონელ მესისა და მის
მამას , საგადასახადო თაღლითობისთვის 21 თვით პატიმრობა
მიესაჯათ, თუმცა აღნიშნულ სასჯელს ისინი ციხეში არ მოიხდიან.
"როიტერის" ინფრომაციით კატალონიის სასამართლომ მამა-შვილი
გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ცნო.
2 წლიანი პატიმრობის ნაცვლად ფეხბურთელს 2 მილიონი ევროს, მამამისს კი
1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ესპანეთის პროკურატურა ლიონელ მესის 2007 წლიდან 2009 წლამდე
დაახლოებით 4 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაში
ედავებოდა.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის ფინანსურ საქმეებს წლების განმავლობაში
მისი მამა - ხორხე ორასიო მესი მართავდა.
მასალის გამოყენების პირობები