კიევში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, ცნობილი ჟურნალისტი პაველ
შერემეტი დაიღუპა.
„ტას“- ის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში აფეთქებული ავტომობილი,
„უკრაინსკაია პრავდა“-ს ხელმძღვანელს, ელენე პრიტულეს ეკუთვნოდა,
თუმცა ის მანქანაში არ იყოფებოდა.
აფეთქება, ადგილობრივი დროით, 07:45 სთ-ზე, ბოგდან ხმელნიცკისა და
ივან ფრანკოს ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა.
ბოლო ხუთი წელია, შერემეტი კიევში ცხოვრობდა, „უკრაინსკაია პრავდა“-ში
მუშაობდა და ასევე იყო რადიო „ვესტი“-ს წამყვანი.
მასალის გამოყენების პირობები