ფეთჰულა გიულენი - მოვითხოვ, თურქეთში საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს
აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის განცხადებით,
ის მზად არის თურქეთში ჩავიდეს, თუ ანკარა დაამტკიცებს მის
მონაწილეობას
სამხედრო გადატრიალების მცდელობაში. გიულენმა ექსკლუზიური ინტერვიუ
ფრანგულ გამოცემა „ლემონდს“ მისცა. ის დარწმუნებულია, რომ რეჯეფ ტაიპ
ერდოღანის ბრალდებებიდან 1/10-ც კი არ შეესაბამება სიმართლეს.
„თუ ჩემ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს დაამტკიცებენ, პირობას ვდებ
დაბრუნდე თურქეთში და უმკაცრესი სასჯელი მოვიხადო“.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გიულენი სახელმწიფო
გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა.
ფეთჰულაჰ გიულენი 1999 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები