უკვე მეორე დღეა, ჩრდილოეთ კაროლინაში მასობრივი არეულობები არ
წყდება. ქალაქ შარლოტის მცხოვრებლები ახალგაზრდა აფროამერიკელის
მკვლელობას
აპროტესტებენ.
დემონსტრანტების დასშლელად პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრმელსადენი
გაზი გამოიყენა. შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობის
შესახებ გააკეთა განცხადება და ქალაქში ეროვნული გვარდია
შემოიყვანა.
"ბი ბი სი" - ს ინფორმაციით, 43 წლის კიტ ლამონტ
სკოტი გუშინ საავადმყოფოში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის
ფერადკანიანმა პოლიციელმა დაჭრა.
ოთხშაბათს ღამით, არეულობების დროს, ასევე დაიჭრნენ პოლიციელები,
საერთო ჯამში - ორი ათეული ადამიანი დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები