ლიტვის ახალი მოწვევის სეიმში (პარლამნეტში), წინასწარი შეფასებებით,
შვიდი პოლიტიკური ძალა ლიდერობს. სააგენტო
"დოიჩე
ველეს"- ს ინფორმაციით,
საპარლამენტო არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით,
ოპოზიციური პარტია იმარჯვებს. უკვე დათვლილია საარჩევნო უბნების
ნახევარი, რომლის მიხედვითაც, პარტია
"გლეხთა და მწვანეთა
კავშირი" იმარჯვებს 24,6 პროცენტით.
მეორე ადგილზე "კონსერვატიული პარტიაა" ხმათა 17,1 პროცენტით.
ლიდერების სამეულს "ლიტვის სოციალ-დემოკრატიული პარტია"
ასრულებს, რომელსაც რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალგირდას
ბუტკიავიჩიუსი ხელმძღვანელობს.
გარდა ამისა, სეიმში შევა რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტის როლანდ
პაქსასის პარტია
" წესრიგი და სამართლიანობა", ასევე
"
ლიბერალების პარტია",
"შრომის პარტია" და "ლიტვის პოლონელების საარჩევნო აქცია -
ქრისტიანული ოჯახების კავშირი".
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ, შესაძლოა, შედეგები ხმის დათვლის
დასრულების შემდეგ კიდევ შეიცვალოს.
საპარლამენტო არჩევნები ლიტვაში 9 ოქტომბერს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები