რუსეთის და სირიის საჰაერო - კოსმოსური ძალები სირიის ქალაქ ალეპოზე
ავიადრატყმებს სამშაბათს, 10 საათზე შეწყვეტენ. ამის შესახებ რუსეთის
თავდაცვის
მინისტრმა
სერგეი შოიგუმ განაცხადა.
მისი თქმით, ვადამდე ავიადარტყმების შეწყვეტა, 20 ოქტომბერს
ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის აუცილებლობით არის გამოწვეული.ამავე
ინფორმაციით,
8-საათიანი პაუზის დროს,
სირიის ჯარები უკან
დაიხევენ, რათა შეაიარაღებულ ბოევიკებს აღმოსავლეთ ალეპოს
დატოვების საშუალება მიეცეთ. ამ მიზნით,
ორი სპეციალური კორიდორი გაკეთდება.
გაეროში აცხადებენ, რომ შედეგის მისაღებად, ავიადრტყმები, 12 საათით
მაინც უნდა შეწყდეს. ორშაბათს
ევროპის
საბჭოში განაცხადეს, რომ სირიაში რუსეთის მიერ
განხორციელებული დარტყმები, შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სამხედრო
დანაშაული. მოსკოვი სირიის მშვიდობიან მოსახლეობას დაბომბავის შესახებ
ბრალდებებს უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები