ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმება შევიდა ძალაში
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევიდან რამდენიმე საათში,
ხუთშაბათს, ალეპოში ახალი შეთანხმება დაიდო. ცნობას ამის შესახებ
ხელისუფლების და შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლები
ადასტურებენ.
ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ქალაქიდან ამბოხებულების გაყვანის
ოპერაცია დაიწყო.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, დაჭრილთა
ევაკუაციისათვის ორგანიზაციის ასი თანამშრომელი და სასწრაფო
დახმარების ათი მანქანაა მობილიზებული. შეთანხმების
თანახმად, ამბოხებულებს საშუალება მიეცემათ ქალაქის ქუჩები იარაღით
ხელში დატოვონ და იმ რაიონებში გადავიდნენ, რომლებსაც ოპოზიცია
აკონტროლებს.
ოთხშაბათს ოპოზიციის მეომრების ევაკუაცია შეიარაღებული შეტაკებების
განახლების გამო ჩაიშალა. მხარეებმა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი
დაადანაშაულეს.
მასალის გამოყენების პირობები