კაფეს მფლობელი პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით დააპატიმრეს
თურქმა სამართალდამცავებმა ოპოზიციური გაზეთის „ჯუმხურიეთის“
რედაქციასთან მდებარე კაფეს
დირექტორი დააკავეს. სენოლ ბურანს პრეზიდენტის შეურაცხყოფაში ედება
ბრალი. მიზეზად მისი სიტყვები სახელდება, რომელთა თანახმად, რეჯეპ
ტაიპ ერდოღანი მასთან კაფეში რომ მისულიყო, ის ჩაისაც არ
შესთავაზებდა.
გამომცემლობის ადვოკატის აბას იალჩინის თქმით, „ეს სადამსჯელო
ღონისძიებაა. ორდერი საღამოს 11 საათზე გაიცა, სენოლი კი 10 საათზე
დააპატიმრეს. ის სამი ჯავშანტრანსპორტიორის და კონტრ - სადაზვერვო
განყოფილების ათამდე ჯარისკაცის თანხლებით წაიყვანეს”.
ბი - ბი - სი - ს ცნობით, პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის დაპატიმრებები
თურქეთში მას შემდეგ გახშირდა, რაც 2014 წელს რეჯეპ ტაი ერდოღანი
ჩაუდგა ქვეყანას სათავეში.
მასალის გამოყენების პირობები