თურქეთის პარლამენტმა, 2016 წლის ივლისში, სამხედრო გადატრიალების
მცდელობის შემდეგ
დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით
გააგრძელა. გადაწყვეტილება, რომელსაც თურქეთის
პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი, 19 იანვარს შევა ძალაში.
მიზეზად სტამბულის ღამის კლუბში მომხდარი ტერაქტი სახელდება, რასაც 40
ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მომხდარზე პასუხისმგებლობა
ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა
სახელმწიფომ“ აიღო.
"ბი- ბი- სის" ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმის დაწესება და მისი
გახანგრძლივება შეშფოთებას იწვევს ევროპის კავშირსა და აშშ-ში.
უფლებადამცველები თვლიან, რომ ანკარა აღნიშნულ მდგომარეობას
მოქალაქეთა უკანონო დაკავებისთვის გამოიყენებს.
მასალის გამოყენების პირობები