პოროშენკომ და პუტინმა სავჩენკოს გათავისუფლების გეგმაზე ისაუბრეს
უკრაინის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მან რუსეთის პრეზიდენტთან
ნადეჟდა სავჩენკოს
გათავისუფლების წინასწარ გეგმაზე შეთანხმება შეძლო. პეტრე პოროშენკოს
და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტის
ინიციატივით შედგა. ვალდიმირ პუტინის პრეს - მდივანმა დიმიტრი
პესკოვმა სატელეფონო საუბრის კომენტირებისას ვრცელი განმარტებებისგან
თავი შეიკავა და მოკლედ აღნიშნა: "მისი ბედი განიხილებოდა".
"ბი - ბი - სი"- ს ინფორმაციით, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე
პოროშენკომ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის
პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუსეთის ხელისუფლებას ნადეჟდა სავჩენკოს
დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
უკრაინელ მფრინავს რუსულმა სასამართლომ 22 წელი მიუსაჯა. მას ბრალად
იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა ედება, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის
ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა
ბრალდებას უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები