საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან ამოტრიალდა გემი, რომლის ბორტზეც ასობით
მიგრანტი იმყოფებოდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში
მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, მაშველებმა 250 ადამიანის გადარჩენა
შეძლეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხომალდზე იძულებით
გადაადგილებული 700-მდე პირი იმყოფებოდა.
გაერო-ს მონაცემებით, გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში 5600 ადამიანი
გადაარჩინეს, დაახლოებით 880 მიგრანტი კი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები