სტამბოლის ცენტრში ავტობუსის გაჩერებასთან, ბაიზაიტის კვარტალში,
აფეთქება მოხდა, იტყობინება უცხოური მედია.
წინასწარი მონაცემებით, არიან დაზარალებულები, თუმცა მათი რიცხი ამ
დროისათვის ზუსტდება.
ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ავტომობილია მობილიზებული.
ბოლო პერიოდში თურქეთში რამდენიმე აფეთქება მოხდა, ყოველი მათგანი
კვალიფიცირებულია, როგორც ტერაქტი.
12 მაისს აფეთქება სტამბოლის სამხედრო ბაზასთან მოხდა. რამდენიმე -
ქალაქ დიარბაკირში.
თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაცემებით, აღნიშნული
ტერაქტები ქურთი რადიკალებისა და მათი დაჯგუფების, „ისლამური
სახელმწიფო“ მიერ არის ორგანიზებული.
მასალის გამოყენების პირობები