ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის
შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის
მთავრობა იტყობინება. გუბერნატორის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად
დაშავებულია 239 ადამიანი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის თურქეთის 23
მოქალაქე და 13 უცხოელია. ინფორმაცია ამის შესახებ
სამართალდამცველებზე დაყრდნობით ვრცელდება.
მსხვერპლთა შორის არიან ირანის ერთი და უკრაინის ერთი მოქალაქე, ასევე
ორი ერაყელი და საუდის არაბეთის ხუთი მოქალაქე. ირანის საგარეო
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ირანელი.
ათათურქის აეროპორტზე თავდასხმის შემდეგ ირანმა სტამბოლთან
ავიამიმოსვლა შეაჩერა.
ამასთან, დაშავებულთა შორის არის ყირგიზეთის ორი მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები