ახალი ამბები
მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს
ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში კომისიის წევრები შეიკრიბნენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ქონების აღწერა მარტვილის რეზიდენციიდან დაიწყება. კომისიის ერთ-ერთი წევრი მამა ანდრია სარია, რომელმაც პროტესტის ნიშნად ინჩხურის ტაძრის წინამძღოლობა დატოვა, ამბობს რომ შეისწავლიან როგორც ქონებას, ასევე ფინანსურ ნაწილსაც.

"მე ვიცი, რომ აღწერა დაიწყება მარტვილის რეზიდენციიდან და ტაძრიდან. რაც შეეხება კომპეტენციას, მე ერთი ვიცი ნუგზარ სამხარაძე, რომელიც არის ეკონომისტი. ჩვენც ვართ ამ კომისიაში, რადგან ჩვენ უნდა გადავაბაროთ ქონება. დეტალურად მოხდება აღწერა. როდესაც აქ მეუფე მოვიდა მისი ინიციატივა იყო, რომ ყველაფერი გადაფორმებულიყო ეპარქიის სახელზე, რომ ეს არის ეკლესიის ქონება და არა მისი პირადი. ჩვენ ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. რაც ჩემი ნივთი იყო - ეს არის წიგნები რაც მოვაგროვე სტუდენტობის დროს. მე მხოლოდ მათ მოვკიდებ ხელს. დანარჩენი რაც ოდესმე უჩუქნიათ ჩემთვის არის ეკლესიის ქონება და ეკლესიას დარჩება",- ამბობს ინჩხურის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი.

კომისია ცხრა წევრისგან შედგება. მათ შორის არიან სასულიერო და საერო პირები. კომისიას სვეტიცხოვლის წინამძღვარი მეუფე სერაფიმე ჭედია ხელმძღვანელობს. მარტვილის შემდეგ აღწერა აბაშის ტაძრებში დაიწყება, რასაც კომისიის წევრების თქმით, დაახლოებით, ორი კვირა დასჭირდება.

ამავე თემაზე: 

მეუფე პეტრე: ეპარქიას ხვალ დავტოვებ

კომისიამ ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის ინვენტარიზაციის დაიწყო

იღუმენია თამარ გამყრელიძე: პატრიარქის ფოტო დედაოებმა ჩამოხსნეს

მეუფე გრიგოლი - ვფიქრობ, რომ მეუფე პეტრე ცდება

მეუფე გრიგოლ კაცია მრევლს: შეგვინდეთ, გვაპატიეთ

მარტვილში მეუფე გრიგოლ კაციამ პირველ საკვირაო წირვა ჩაატარა

პეტრე ცაავა ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიას ტოვებს

შიომღვიმეში წასვლას არ ვაპირებ - პეტრე ცაავა

იღუმენია თამარ გამყრელიძე ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს 

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს - შეხვედრამდე სამოთხეში!

მეუფე გრიგოლი პეტრე ცაავაზე: ჩავეხუტები და მადლობას გადავუხდი

პეტრე ცაავა: ვრჩები ეპარქიაში და ველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას

ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები მეუფე პეტრეს მხარდაჭერას უცხადებენ 

მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
30 / მაისი 2025
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
30 / მაისი 2025
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.