ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანია ხვალ გამოვლინდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპი ხვალ დასრულდება.

ის ამბობს, რომ აღნიშნული პროცესი საკმაოდ კომპლექსურია, მათ შორის სამშენებლო სამუშაოების კუთხით და ამ ეტაპზე, სამინისტროს კონსულტანტი პრეტენდენტის მიერ გამოგზავნილ დამაზუსტებელ პასუხებს ამუშავებს.

"რა დროსაც ჩვენ მივიღებთ კონსულტანტის შეფასებას მიმდინარე კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, ხვალ, მაქსიმუმ, მომავალი კვირის დასაწყისში, აქედან გამომდინარე დადგინდება შესაბამისობა. თუ იქნება კიდევ დასაზუსტებელი კითხვები, ალბათ ჩვენ კიდევ მოგვიწევს დიალოგის გაგრძელება პრეტენდენტთან. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, აქაც, იცით, რომ ჩვენ გვქონდა დიდ ოთხეულთან მოლაპარაკებები. ეს იყო კონკურენტული გარემო, კონკურენტულ პირობებში ხდებოდა მშენებელი კომპანიის შერჩევა, მაქსიმალურად გამოცდილი საზღვაო მშენებლობის კუთხით. ჩვენ, პრინციპში, ხვალ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი. აქაც საინჟინრო კონსულტანტები იყვნენ ჩართულები, რომ შეფასებულიყო ის წინადადებები, რომლებიც წარმოადგინეს კომპანიებმა და ხვალ ვასრულებთ ამ პროცესს. ხვალ ჩვენ უკვე მშენებელი პარტნიორის გამოვლენას მოვახდენთ და, შესაბამისად, საზოგადოებასაც მივაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას",- ამბობს მინისტრი.

შეგახსენებთ, მან მიმდინარე წლის მაისში თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი უახლოეს დღეებში გამოცხადდებოდა. სამინისტრომ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმისგან მიიღო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შერჩეული ჩინური კონსორციუმი ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კონსორციუმს აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში გადაწყვიტა.

პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა წარმატებით გაიარეს.

თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის 50 მლნ ლარია გამოყოფილი.


ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური პროექტი - ჩინეთის ელჩი

მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება, მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები - პრემიერი

ანაკლიის პორტის ხარისხიანი განვითარებისთვის ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან - მინისტრი

ფოთისა და ანაკლიის პორტის პროექტები განხორციელდება ისე, რომ სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული - მინისტრი

ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა დანის ჩარტყმაა ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში - პრეზიდენტი

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.