Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/jectics_slider_428.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/jectics_slider_428.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/jectics_slider_428.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/jectics_slider_428.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ქარტიის საბჭო არაწევრი ჟურნალისტების ეთიკური დარღვევების შესახებაც იმსჯელებს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მისი არაწევრი ჟურნალისტების ეთიკური დარღვევების შესახებაც იმსჯელებს. ამ გადაწყვეტილების მისაღებად ქარტიამ ელექტრონული კენჭისყრა ჩაატარა, რომლის შედეგებიც 3 დეკემბერს გახდა ცნობილი. ქარტიის მანდატის გაფართოებას მხარი 197-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი - 21 ჟურნალისტი იყო. ცვლილებები ძალაში ქარტიის საერთო კრების ჩატარებისა და საბჭოს განახლებული შემადგენლობის არჩევის (21 დეკემბერი) შემდეგ შევა. ქარტიის საბჭო არაწევრი ჟურნალისტების მიმართ განცხადებებს საქმის წარმოების არსებული წესის მიხედვით განიხილავს. განხილვის წესში ერთი განსხვავება იქნება - არაწევრი ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადების შეტანა ერთი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, წევრის მიმართ კი უცვლელად დარჩება - სამი თვე. ვადის გასვლის შემდეგ ქარტია აღარ მიიღებს სადავო განცხადებას. ცვლილებების შესვლამდე ქარტია მხოლოდ მისი წევრი ჟურნალისტების დარღვევბზე შესულ საქმეებს განიხილავდა. არაწევრი ჟურნალისტების დარღვევებზე შესული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების შესახებ კი მხოლოდ მოსაზრებების დაფიქსირებითა და რეკომენდაციებით შემოიფარგლებოდა. შეზღუდული მანდატი ქარტიის საბჭოს უფლებას არ აძლევდა გადაწყვეტილებები მიეღო მისი არაწევრი ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული ეთიკის უხეში დარღვევის ფაქტებზე. რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი, ნათია კუპრაშვილი იმ 197 ჟურნალისტს შორისაა, რომლემაც ქარტიის მანდატის გაფართოებას დაუჭირა მხარი. მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობდა მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც მოქალაქეებს ეტყოდა დაარღვია მედიამ ეთიკური ნორმები თუ არა. ქარტიის გარდა ეთიკურ დარღვევებზე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მაუწყებლის თვითრებულირების მექანიზმში იჩივლონ, თუმცა იქაც შეზღუდვაა - იმისათვის რომ საქმე განიხილონ დაინტერესებული პირი უნდა იყო, ანუ სიუჟეტით ზიანი უშუალოდ მომჩივანს უნდა მიადგეს. კუპრაშვილის განმარტებით, ქარტიის წესდებაში შესული ცვლილებებით, შეზღუდვები იხსნება და ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ ეთიკურ დარღვევაზე შეუძლია ქარტიას მიმართოს. „წესდებაში შესული ცვლილებები დადებით გავლენას იქონიებს მედია-გარემოზე და მედია-წიგნიერების გაზრდაზე. ეს მოგვცემს საშუალებას, ვთქვათ - სად ცდება მედია და სად არის მართალი“, - ამბობს კუპრეიშვილი. ქარტიის მანდატის გაფართოებას მხარი არ დაუჭირა გაზეთი „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ. მისი თქმით, წესდებაში შესული ცვლილებებით დაირღვა ქარტიის შექმნის მთავარი პრინციპი - ნებაყოფლობითი შეთანხმება ეთიკურ პრინციპებზე. „შევთანხმდით, რომ ეს იყო ჩვენ მიერ აღიარებული პრინციპები, რაც ნებაყოფლობით უნდა დაგვეცვა - როგორც ჩანს, ამ პრინცპიების გადახედვა მოხდა. ვფიქრობ, რომ ქარტიამ გადაწყვეტილება კი არ უნდა გამოიტანოს არაწევრი ჟურნალისტების მიმართ, არამედ რეკომენდადიები მისცეს“, - აღნიშნავს  თურაძე. ქარტიამ წევრ ჟურნალისტებს 25 ნოემბერს ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობა შესთავაზა. ჟურნალისტებს საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად 7 დღიანი ვადა ჰქონდათ. კენჭისყრაში მონაწილეობა უნდა მიეღო ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების უმრავლესობას (მინიმუმ ორ-მესამედს). მათ უმრავლესობასვე უნდა გადაეწყვიტა შევიდოდა თუ არა ქარტიის წესდებაში ცვლილება.   "media.ge"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.