Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/download1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/download1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/download1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/download1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გავა
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გავა. ყველა სავალდებულო კომიტეტის დადებითი დასკვნის შემდეგ წამყვანმა - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა თვითმმართველობის კოდექსის პროექტი უკვე განიხილა. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, პლენარული სხდომისთვის თვითმმართველობის კოდექსის პროექტი მზად არის. ცვლილების თანახმად, არსებულ 5 თვითმმართველ ქალაქს დაემატება დღევანდელი სამხარეო ცენტრების კიდევ 7 ქალაქი და სულ 12 თვითმმართველი ქალაქი იქნება, სადაც მერები პირდაპირი წესით აირჩევიან. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, არ არის გამორიცხული, კანონში ამ ქალაქების ჩამონათვალი არ იყოს ჩაწერილი, მაგრამ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება მიღებულია. დეპუტატ გია ჟორჟოლიანის აზრით, ეს 7 ქალაქი არჩევნებამდე უნდა გამოიყოს და იქ არჩევნები ცალკე უნდა ჩატარდეს. როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, დარჩენილი ტერიტორიები როგორ დაიყოფა, ეს განსაზღვრულია იმ წესით, რომელიც გარდამავალ დებულებებშია წარმოდგენილი, მაგრამ ეს წესი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება იმისგან, რაც დღეს მოქმედებს. ამასთან, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რეგიონული კოლეგიური ორგანოების ნაცვლად საკონსულტაციო ფუნქციების საბჭოები შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში პოლიტიკური წარმომადგენლობის ნაცვლად არჩეული მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები იქნებიან. საკონსულტაციო საბჭოების წევრები მონაწილეობას მიიღებენ კონსულტაციებში, განხილვებში, მუნიციპალიტეტთაშორისი საკითხებისა და პროექტების განხილვაში. მათ არ ექნებათ ის უფლებამოსილებები, რაც ადრე იყო კანონპროექტში წარმოდგენილი, მათ შორის გუბერნატორის გადაყენების უფლებამოსილება, ანუ მას წმინდა საკონსულტაციო ფუნქცია ექნება. ამასთან, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობებისა და საუბნო საზოგადოებრივი თვითმმართველობების შესახებ ცალკე კანონი მომზადდეს, მოსახლეობასთან უფრო დეტალური და ინტენსიური მუშაობისა და კონსულტაციების შედეგად. გარდამავალ დებულებაში შეიძლება ჩაიწეროს, რომ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი აიღებს ვალდებულებას, რომ კომიტეტი მომავალი წლის ბოლომდე ამ კანონპროექტს პარლამენტში წარადგენს. "ipn"  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2025
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 1 კვარტალში ე.წ. "საზღვრის უკანონო კვეთის" 110 შემთხვევა გამოავლინა. ინფორმაციის თანახმად, „სამართალდამრღვევებს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ.
29 / აპრილი 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
28 / აპრილი 2025
უახლოეს დღეებში საქართველოში გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.