Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/89373.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/89373.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/89373.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/89373.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ორგანიზებით იმართება. საპროტესტო აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები მონაწილეობენ. ასევე იქ იმყოფება "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და სხვა უფლებადამცველები, რომლებიც ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი. მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა 2012 წელს ხმა მისცეს "ქართულ ოცნებას", რათა მშვიდობიანი გზით დაესრულებინა ანტიდემოკრატიული ავტორიტარული რეჟიმი. "ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ განვლილ 1 წელიწადში ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებით და ლიბერალიზაციისაკენ მიმართული ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილებებით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სამართლიანობის აღდგენის გზაზე, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ გზაზე მოძრაობა ჯერ შენელდა, ხოლო დღეისთვის ის თითქმის შეჩერებულია. თქვენს მიერ შეპირებული მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონის მიღების და ამ კომისიის ამუშავებით საზოგადოება მოთმინებით ელოდა სასამართლოების მიერ ბოლო წლებში დადგენილი უსამართლო განაჩენების გადახედვის შესაძლებლობას, თუმცა ამ კომისიის გადავადებასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ცივი წყალი გადაასხა ჩვენს მოლოდინებს", - ნათქვამია ხელისუფლებისადმი აქციის მონაწილეების მიმართვაში. ისინი ითხოვენ "ქართული ოცნების" მიერ დაპირებული სამართლიანობის აღდგენის შესრულებას, ასევე დამნაშავე პირებისათვის სამართლიანი სასამართლოს მიერ დადგენილ განაჩენებს, უდანაშაულო და უსამართლოდ ბრალდებულ მოქალაქეთა გათავისუფლებას და ასევე უკანონოდ ჩამორთმეული ქონების მფლობელებისათვის დაბრუნებას. "ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის ან მათი შესრულების მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან ინერტულობისა და პასიურობის გამოჩენის შემთხვევაში ჩვენ მოვითხოვთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რათა სამართლიანობის აღდგენის შესახებ "ქართული ოცნების" დანაპირები შეასრულოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ამის უნარი, სურვილი და შესაძლებლობა გააჩნია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დროულად გამონახოთ ეფექტური გზები სამართლიანობის აღდგენის გზაზე და გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით", - აღნიშნულია აქციის მონაწილეების განცხადებაში. პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა დადგეს კარვები, სადაც მიმდინარეობს რეგისტრაცია. რეგისტრაციას გადიან ის პირები, რომლებიც ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. აქციაზე ასევე გამოფენილია სხვადასხვა აქციების, მანიფესტაციების დროს მოქალაქეების დარბევის ამსახველი სურათები. ასევე, გამოტანილია პლაკატები, რომლითაც აქციის მონაწილეები ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას, ასევე მართლმსაჯულების ხარვების დამდგენი კომისიის შექმნას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.