Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/cms-image-000022926.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/cms-image-000022926.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/cms-image-000022926.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/cms-image-000022926.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
28 თებერვალი - იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე
28 თებერვალი მსოფლიოში იშვიათი დაავადებათა საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. ამ მოვლენას უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართველი მედიკოსებიც უერთდებიან. 28 თებერვალს, 14:00 საათზე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში (მის: თბილისი, ლუბლიანას ქ. № 2/6) გაიმართება იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღესთან მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან გენეტიკურ და იშვიათ დაავადებათა საქართველოს ფონდი, იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების კავშირი და ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრი. ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, სამედიცინო წრეებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან გენეტიკურ და იშვიათ დაავადებათა დარგის ოპტიმიზების პროცესში და აღნიშნული სფეროში ძირითად რგოლებს წარმოადგნენ. აქციის მიზანია ინფორმაციის გაზიარება, არსებული და მიმდინარე რეფორმების, სტრუქტურათა კოლაბორაციისა და ჩართულობის ხარისხის შეფასება, მომავალი სტრატეგიების განსაზღვრა და დაგეგმარება. იშვიათი დაავადებების მიმართულებით შექმნილი პრობლემების გაზიარება და მისი აღმოფხვრის გზები. აღნიშნულ თემებსა და საქართველოში არსებულ სტატისტიკაზე ისაუბრებენ დარგის სპეციალისტები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ევროპული კომისიის განმარტებით, იშვიათ დაავადებებს მიეკუთვნება ისეთი სიცოცხლისთვის სახიფათო ან ჯანმრთელობის დამასუსტებელი ქრონიკული (უმეტეს შემთხვევებში გენოდეტერმინირებული) დაავადებები, რომელთა რაოდენობა მოსახლეობაში იმდენად დაბალია, რომ მათი შესწავლა და მათთან ბრძოლა (პირველ რიგში კი მკურნალობა) სპეციალურ ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. სტატისტიკურად, გავრცელების დაბალ დონეს შეესაბამება 1 დაავადებულზე ნაკლები 2000 სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. მსოფლიოში იშვიათი დაავადებების რიცხვი დაახლოებით 6000–ია. იშვიათი დაავადება გვხვდება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, დიაგნოზის ვერიფიცირება წარმოადგენს დიდ დარტყმას არა მარტო პაციენტის, არამედ მთელი მისი გარემოცვისათვის, ვინაიდან შეზღუდულია ამ პროფილით უპირველესად – მკურნალობის მეთოდები. ხშირ შემთხვევაში გაძნელებულია დიაგნოზის დიფერენცირება, რაც განპირობებულია როგორც დაგვიანებული მიმართვიანობით, ასევე არასათანადო კვალიფიცირებით ამ დარგში. განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობისათვის იშვიათი დაავადებების გარშემო არსებული პრობლემების მოგვარება წარმოადგენს ნაციონალური პოლიტიკის ერთერთ პრიორიტეტს, გამოყოფილია როგორც ცალკე მიმართულება და პრობლემები წყდება სახელმწიფო დონეზე – სტრატეგიული პროგრამების მეშვეობით. იშვიათი დაავადებების კუთხით საქართველოში სახელმწიფოს ჩართულობა ძალზე მცირეა, ქვეყანას არ გააჩნია საკუთარი დეფინიცია და იშვიათ დაავადებათა სრულფასოვანი ნუსხა, არ არსებობს რეგისტრები, ეროვნული რეკომენდაციები. ღონისძიების მიზანია ინფორმაციის გაზიარება, არსებული და მიმდინარე რეფორმების, სტრუქტურათა კოლაბორაციისა და ჩართულობის ხარისხის შეფასება, მომავალი სტრატეგიების განსაზღვრა და დაგეგმარება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ფარმაცევტული კომპანია GMP, პიარისა და ინტეგრირებული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. რეპორტი ღონისძიების შესახებ განთავსდება იშვიათ დაავადებათა წამყვანი ევროპული ორგანიზაციების ვებ–გვერდებზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.