Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/news_15364.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/news_15364.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/news_15364.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/news_15364.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით ხვალიდან ახალი ჯარიმები ამოქმედდება
ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით ხვალიდან ახალი ჯარიმები შედის ძალაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები სწორედ 1 მარტიდან შევა. მას ასევე დაემატება 583 მუხლი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, ან/და მის ნაპირთან, წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე, გამოიწვევს სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლს დაემატება 11 ნაწილი. 120-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს პირის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალებაზე ციმციმა სიგნალი დამონტაჟებულია შს მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით (სპეციალური ნებართვის გარეშე), ხოლო 120-ე მუხლის 11 ნაწილი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას აღნიშნული სამართალდარღვევის წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში და 6 თვით მართვის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის I ნაწილის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებას, დღეს მოქმედი კანონმდებლობით იწვევს პასუხისმგებლობას - 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას ერთი წლის ვადით. აღნიშნული მუხლი შინაარსობრივად გაიმიჯნა. 123-ე მუხლის I ნაწილი შეიცვალა და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, როდესაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი მიატოვებს შემთხვევის ადგილს ან ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაადგილებს შემთხვევის ადგილიდან, ასეთ შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 250 ლარის ოდენობით, ხოლო 123-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 123-ე მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობა გზაზე მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში და გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 125-ე მუხლს დაემატა მე-63ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის (მაგ: ინვალიდი, ყრუ, ბავშვები...) დამაგრების წესების დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში, რაც გამოიწვევს მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 1271-ე მუხლს დაემატა 11 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.