Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/953_rogor-vishovot-bevri-fuli.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/953_rogor-vishovot-bevri-fuli.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/953_rogor-vishovot-bevri-fuli.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/953_rogor-vishovot-bevri-fuli.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
როდის გაჩნდება საქართველოში „მინიმალური ხელფასის“ ცნება?
“მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესების შემთხვევაში შემცირდება სამუშაო ადგილები და კიდევ უფრო გაიზრდება უმუშევართა რიცხვი” ეკონომიკის ექსპერტი: ამ ეტაპზე საქართველოს საათობრივი მინიმალური ხელფასის განსაზღვრისა და დადგენის ეკონომიკური პოტენციალი არ აქვს არსებობს თუ არა საქართველოში მინიმალური ხელფასის კულტურა? მსოფლიოს დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში მინიმალური ხელფასის სტანდარტი მკაცრადაა განსაზღვრული და მისი ოდენობა საათში 10–დან 20 დოლარამდე მერყეობს. მსგავსი ქვეყნებისგან განსხვავებით შედარებით დაბალია ასეთი ხელფასის ზღვარი ნაკლებადგანვითარებულ და შესაბამისად, ნაკლებადდემოკრატიულ ქვეყნებში, თუმცა, სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მინიმალური ხელფასის ცნებას ეს ქვეყნებიც იზიარებენ. ქართული კანონმდებლობა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის ორ განკარგულებას ეყრდნობა, – ამის შესახებ commersant.ge–ს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდრიამ განუცხადა. მისი განმარტებით, ერთი განკარგულება ეკუთვნის ედუარ შევარდნაძეს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი კერძო სეტორში თვეში 20 ლარს შეადგენს, ხოლო მეორე – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მარტო საჯარო სექტორს ეხება და ამ სფეროში დასაქმებულთათვის ხელფასის მინიმუმს 115 ლარით განსაზღვრავს. როგორც ალექსანდრია აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ საჯარო სექტორში გაზარდა მინიმალური ხელფასის ოდენობა, თანაც რამდენჯერმე, კერძო სექტორში დასაქმებულთათვის კი არაფერი შეუცვლია. „იმდენად დაბალია მინიმალური ხელფასის ზღვარი კერძო სეტორში, რომ ხალხს საერთოდ მიავიწყდა მისი არსებობა, არანაირი ღირებულება ამ ზღვარს არ გააჩნია“, – დასძინა ალექსანდრიამ, თუმცა, მისივე თქმით, დღესაც არსებობს ისეთი საჯარო ორგანიზაციები, ძირითადად, საგანმანთლებლო და სამედიცინო სფეროში, სადაც ხელფასის ოდენობა, ყოველთვიურად, 60 ლარს არ აღემატება. „პრობლემა მარტო ის კი არ არის, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, განსაკუთრებით კერძო სექტორში, პრობლემაა ის, რომ არ არსებობს სტანდარტი, რაც განსაზღვრავს მინიმალური ხელფასისი ოდენობას“, – აცხადებს პროფკავშირების წარმომადგენელი. მისი თქმით, აუცილებელია მინიმალური ხელფასის ზღვარი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეტაპობრივად გაიზარდოს და მისი ოდენობა განისაზღვროს არა უმცირეს საარსებო მინიმუმისა. როგორც ალექსანდრია აღნიშნავს, საარსებო მინიმუმი არის ერთ–ერთი პარამეტრი, რის მიხედვითაც შეიძლება დადგინდეს მინიმალური ხელფასი. რატომ არ განსაზღვრავენ მინიმალურ ხელფასს საერთაშორისო სტანდარტებით და როგორ უნდა დადგინდეს მისი ზღვარი საქართველოში, ამის გასარკვევად „კომერსანტი“ ეკონომიკის ექსპერტს, სოსო არჩვაძეს დაუკავშირდა. არჩვაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს საათობრივი მინიმალური ხელფასის განსაზღვრისა და დადგენის ეკონომიკური პოტენციალი არ აქვს. როგორც ექსპერტი განმარტავს, მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესების შემთხვევაში შემცირდება სამუშაო ადგილები და კიდევ უფრო გაიზრდება უმუშევართა რიცხვი. „მინიმალური ხელფასის საკითხი ხელისუფლების კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ქვეყნის განვითარების დონეზე, რაც, თავისთავად, მოქალაქეების კეთილდღეობასაც გულისხმობს“, – განაცხადა მან. არჩვაძის აზრით, სახელმწიფო ამ შემთხვევაში „ორ ცეცხლს შუაა“, რადგან საქართველოსთვის დღეს მინიმალური ხელფასის ზღვარის განსაზღვრა ეკონომიკურად გაუმართლებელია, მეორეს მხრივ, კი სამართლიანობა მოითხოვს ასეთი ცნება არსებობდეს,. „თუმცა, კანონს რეალურად მაშინ აქვს ძალა, თუ ის განხორციელებადია, რომც დავაწესოთ ასეთი ზღვარი, რეალურად ის მართლაც მინიმალურ დონეზე გაკეთდება, საათში 1 ლარზე ნაკლები იქნება ანაზღაურება, ამიტომ, ამ ეტაპზე, ჯობია თავი შევიკავოთ“, – აღნიშნა არჩვაძემ. მისივე ცნობით, დღეისთვის მინიმალური ხელფასის ცნება მხოლოდ საჯაროს სექტორში მოქმედებს, ისიც ადმინისტრაციული სახდელების განსაზღვრის დროს და მას ეკონომიკური დატვირთვა არ აქვს. ის რომ, საქართველო ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნად ჩაითვალოს და მზად იყოს მინიმალური ხელფასის ზღვარის დასადგენად, როგორც არჩვაძე აცხადებს, დასაქმებულთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. „საქართველოში ბოლო პერიოდში ხელფასები გაიზარდა, მაგრამ არ გავზარდეთ დასაქმებულთა რიცხვი, რამაც ვითარება უფრო გაამწვავა, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასმა ეკონომიკური ფუნქცია დაიბრუნა“, – თქვა მან. ექსპერტის ცნობით, ევროპაში ხელფასის თანაფარდობა მშპ–სთან 39%–ია, ხოლო საქართველოში 23%; მინიმალური ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით, კონსალტინგურმა ჯგუფმა „კონვერგექსი“ სპეციალური კვლევა გამოაქვეყნა, სადაც მოყვანილია 2013 წლის მონაცემები. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ანაზღაურება ავსტრალიაშია და ის საათში 16,88 დოლარს, დაახლოებით, 27,8 ლარს შეადგენს. სიის მეორე ადგილზეა საფრანგეთი -12,09 დოლარი საათში, ანუ დახლოებით 21,2 ლარი, მესამეზე კი ახალი ზელანდია - 11,18 დოლარით, ეს დახლოებით 18,4 ლარია. მინიმალური ხელფასით განვითარებად ქვეყნებში რუსეთი ჩამორჩება ბრაზილიას, თუმცა ჯობნის ჩინეთს და სამჯერ აღემატება ინდოეთს. რუსეთში საათობრივი მინიმალური ხელფასი 97 ცენტს, ანუ დაახლოებით 1,6 ლარს შეადგენს. აღნიშნულ რეიტინგში საქართველო არ მოხვდა. commersant.ge შეეცდება ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციაც შემოგთავაზოთ. www.commersant.ge
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.