Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/1392157793413576.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/1392157793413576.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/1392157793413576.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/1392157793413576.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ინვესტორებს 900-მილიონიან ბაზარს სთავაზობს
საქართველო ინვესტორებს შესანიშნავ ადგილმდებარეობას და 900-მილიონიან ბაზარს სთავაზობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ისრაელის ინოვაციების მეორე ფორუმის "საქართველო კარიბჭე" გახსნაზე განაცხადა. პრემიერმა საქართველოს განსაკუთრებულ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანას, ინვესტორებისთვის 900-მილიონიანი ბაზრის შეთავაზების შესაძლებობას აძლევს შეღავათების ზოგადი სისტემა 8 ქვეყანასთან, აშშ-ის ჩათვლით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა 2014 წლის სექტემბრიდან და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასა და თურქეთთან. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, კანონის უზენაესობა და კერძო საკუთრების დაცვა ხელისუფლების პრიორიტეტია და მთავრობა ძალღონეს არ იშურებს, რომ საქართველო ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად იქცეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ინვესტირებით დაინტერსებულ პირებს ბიზნეს შესაძლებობების დიდ არჩევანს სთავაზობს, ქვეყნის ისეთ სწრაფად მზარდ სფეროებში, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, ტურიზმი, მრეწველობა, რეგიონული მომსახურება, ლოგისტიკა და აგრობიზნესი. "მოგეხსენებათ, მიმდინარეობს მუშაობა საქართველო-ისრაელის თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მივაღწევთ შედეგებს. ინვესტორებს ვთავაზობთ, მყარ სუვერენულ ბალანსს, ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, რაც გულისხმობს დაბალი გადასახადების მხოლოდ 6 ფიქსირებულ ტიპს, კონსერვატიულ საბანკო სექტორს, განვითარებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ვაჭრობის, ლოგისტიკისა და წარმოებისთვის, რაც მოიცავს მულტიმოდალურ საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომუნიკაციებს, კონკურენტული ფასებით და სტაბილურად მიწოდებულ ენერგო რესურსებს, კვალიფიციურ სამუშაო ძალას კონკურენტული ტარიფებით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ipn
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.