Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/ffac0a66af6a.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/ffac0a66af6a.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/ffac0a66af6a.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/ffac0a66af6a.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ყავა კიდევ გაძვირდება
ბოლო დროს საქართველოს მომხმარებელი შენიშნავდა, რომ საცალო ქსელში ფასები თითქმის ყველა სახეობის ყავაზე გაიზარდა. სავაჭრო ობიექტებში ამის მიზეზად ყავაზე საბითუმო ფასების ზრდას ასახელებენ, დისტრიბუტორები კი ყავის მსოფლიო ფასების ზრდაზე საუბრობენ. წლის დასაწყისიდან დღემდე არაბიკას ჯიშის ყავის ფასი დაახლოებით 23 %-ით გაიზარდა. მსოფლიო ბირჟებზე ყავის გაძვირების მიზეზად ბრაზილიაში არსებული უამინდობა სახელდება. ყავის უმსხვილეს ექსპორტიორ ბრაზილიაში ხანგრძლივი გვალვები იყო, რის გამოც მსოფლიო ტრეიდერებმა არაბიკას ყავის მოსავლის პროგნოზი 18%-ით, 28.4 მილიონ ტომარამდე შეამცირეს. ამ ფონზე ექსპერტები ფიქრობენ, რომ წელს ყავაზე მოთხოვნა მიწოდებას 11 მილიონი ტონით გადააჭარბებს. ხანგრძლივი გვალვების შემდეგ ბრაზილიას ვერც ბოლო დროს გახშირებულმა ნალექებმა უშველა. ექსპერტების ვარაუდით, ნიადაგი იმდენად გამომშრალია გვალვისგან, რომ წვიმა ყავის ხის ფესვებამდე ვერ მიაღწევს. ამას ისიც ემატება, რომ ხანგრძლივი გვალვებისგან ყავის ხეების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გახმა და ნაყოფი ჩამოსცვივდა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ წლევანდელი უამინდობა ბრაზილიაში ყავის მოსავალზე მომავალ წლებშიც იქონიებს გავლენას. ყავის ახალგაზრდა ხეები, რომელსაც მომავალში ნაყოფი უნდა მოესხა, ან გახმა, ან ზრდაში შეჩერდა, ამიტომ გვალვები გავლენას იქონებს როგორც 2015-2016, ასევე 2016-2017 წლების ყავის მოსავალზეც. შესაბამისად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყავაზე მსოფლიო ფასები კიდევ გაიზრდება. საერთაშორისო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ყავის ფასმა მსოფლიო ბირჟაზე მომავალში 1 ფუნტზე (453) შეიძლება 3 დოლარს მიაღწიოს. ბოლო მონაცემებით, არაბიკას სახეობის ყავის მსოფლიო ფასი, 1 ფუნტზე 2,157 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.