Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/1360925990_136c66b1650ef4fc59de5ce8f23b0276.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/1360925990_136c66b1650ef4fc59de5ce8f23b0276.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/1360925990_136c66b1650ef4fc59de5ce8f23b0276.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/1360925990_136c66b1650ef4fc59de5ce8f23b0276.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
პროდუქტები,რომლებიც ყველაზე მეტად გაძვირდა
ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თვალშისაცემად გაძვირდა და აღარ გაიაფებულა. ამ პერიოდში ზოგ პროდუქტზე ფასმა 20-30%-ით, ზოგზე კი 100-200%-ით მოიმატა.ექსპერტები პროდუქტებზე ფასების ზრდას, ერთი მხრივ, ლარის კურსის ვარდნას და სეზონურობას, მეორე მხრივ კი ქვეყანაში არსებულ მონოპოლიებს უკავშირებენ. 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაახლოებით 200%-ით გაძვირდა კარტოფილი და ამის მიზეზი ჭარბი ექსპორტი, შედარებით მცირე მოსავალი და იმპორტის კუთხით შექმნილი პრობლემებია.

 დაახლოებით 40%-ით გაძვირდა ლობიო, თუმცა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების. 

  100-150%-ით გაძვირდა ყვავილოვანი კომბოსტოც. თუ ერთი თვის წინ 1 კილოგრამი კომბოსტო 70-80 თეთრი ღირდა, დღეს მისი შეძენა 1,50-1,80 ლარზე ნაკლებად შეუძლებელია.

 მკვეთრად მოიმატა ფასმა რძის პროდუქტებზეც. კერძოდ, 1ლიტრი რძე ბაზარში უკვე 2,5 ლარი ღირს, რამდენიმე თვის წინ კიის მხოლოდ 2 ლარი ღირდა. ერთი კილოგრამი ყველი კი 7-7.5 ლარი ღირს. წესით ამ პერიოდში, ყველი გაცილებით იაფი უნდა ღირდეს. მოიმატა ფასმა ქარხნული წარმოების რძის პროდუქტზეც. 

 10-15 თეთრით გაძვირდა რაფინირებული რძე, მოიმატა ფასმა მაწონზე, ასევე ხაჭოსა თუ იოგურტზე. სავაჭრო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, გაძვირების მიუხედავად, რძის ნაწარმის რეალიზაცია, ფაქტობრივად, არ შემცირებულა.

  პროდუქტების გარდა, გაძვირდა ჰიგიენური საშუალებებიც. ამ შემთხვევაში ფასთა ცვლილებამ, საშუალოდ, 0,5-1 ლარი შეადგინა.  მაგალითად, სარეცხი ფხვნილი.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის, უფრო კონკრეტულად კი გლეხის მიერ წარმოებულ პროდუქტებზე ფასების ზრდას, ექსპერტი ამას ზოგადად გაძვირების თანამდევ პროცესს უწოდებს.

სტატისტიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის თქმით, საქართველოს შიდა ბაზრის ფასი ძალიან დაუახლოვდა მსოფლიო ბაზრის ფასს.

 „თითქმის გაორმაგებაა. 2003 წელს ადგილობყრივი ფასები მსოფლიო ბაზრის ფასებთან შესაბამისობაში 31% იყო, 2013 წლის ბოლოს მდგომარეობით კი - 60%-ია. ჩვენ უფრო მაღალი დონე გვაქვს მსოფლიო ფასებთან, ვიდრე ეკონომიკის მოთხოვნა და საშუალებაა. თუ გვინდა წარმოების გაფართოება და იმპორტის ჩანაცვლება სამამულო პროდუქციით, სტიმულირება უნდა განხორციელდეს. ლარის დევალვაცია კი ამ მხრივ ერთ-ერთი გზაა“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

commersant.ge

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.